გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკა მოლოდინაშვილი: მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება

31-10-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი მორიგ ფეი ნიუსზე საუბრობს.

მოლოდინაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება! თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს.

ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია“- აცხადებს მოლოდინაშვილი.