გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"ქართული ოცნება" - 55%, "ნაციონალური მოძრაობა" - 23,61% - ცესკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

1-11-2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1085 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

„31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა. პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში შედგა საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საარჩევნო უბნებზე დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სრულად იყო გათვალისწინებული ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისივე თქმით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა ცალკეული გამონაკლისების გარდა, და ამომრჩევლებმა შეძლეს განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და გაეკეთებინათ არჩევანი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ახლაც 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას და რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩევლებს. საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები გრძელდება და ჩვენ სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge ეტაპობრივად ვათავსებთ შემაჯამებელ ოქმებს“, -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

წინასწარი შედეგები 1085 საარჩევნო უბნის მიხედვით:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" - 23.61 %
"ევროპული საქართველო" - 3,99 %
"პატრიოტთა ალიანსი" - 3,34 %
"ლეიბორისტური პარტია" - 0,92%
"ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 0,73%
"გიორგი ვასაძე სტრატეგია აღმაშენებელი" - 2,46%
"გირჩი" - 1,91%
"ქართული ოცნება" - 54,72%
"ლელო" - 2,66%