გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული

1-11-2020

"თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ,,ეუთო- ოდირის" და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად საქართველომ შესძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჩამობრძანდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებას და აკვირდებოდნენ ჩვენს საპალამენტო არჩევნებს.

ასევე გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს- საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშიროსო ორგანიზაციები მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან.

ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება - ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული" - განაცხადა თალაკვაძემ.