« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
2-11-2020
„როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება - გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე.
„არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში, ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს - აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - აშშ ხელისუფლებამ საელჩოს სახით, ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყურადრებით ეკიდება და ითვალისწინებს პარტნიორების შენიშვნებს და რეკომენდაციებს და ამისათვის, თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ახალ პარლამენტში.