გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ექსპორტის მოცულობა 12,1 პროცენტით შემცირდა

2-11-2020

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (343.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (228.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 541.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 179.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 142.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).