გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კომერციული ბანკების აქტივები 3,37 მილიარდი ლარით გაიზარდა

2-11-2020

მიმდინარე წლის პირველი ოტომბრის მდგომარეობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.37 მლრდ ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 54.34 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

პირველი ოტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.