გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოქტომბერში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა

3-11-2020

მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი შეეხება საბაზო ინფლაციას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ზეთი და ცხიმი (7.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი). ამასთანავე, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-9.7 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (2.9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.3 პროცენტი).

წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი).