გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცესკო: სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი - "გაყალბებული ოქმები" რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს

4-11-2020

ცენტრალურ საარჩევნო კომისია გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, - თითქოს კონკრეტულ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, განმარტებას აკეთებენ.

ცესკოს წარმომადგენელი განმარტავს, რატომ არ ემთხვევა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას.

მათივე ინფორმაციით სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი - "გაყალბებული ოქმები" რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს და მოუწოდებენ მოსახლეობას არ აყვნენ, ამ პლატფორმის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ფაქტების გადამოწმების გარეშე.

"სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები დ ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის, 22, 58, 68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს, კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი "გაყალბებული ოქმები".

ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება," - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.