გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის ქმედება რუსულ ინტერესებს ემსახურება

4-11-2020

„დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„არჩევნებამდე ჩვენი პარტნიორები როგორც ევროკავშირიდან, ასევე, აშშ-დან გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ექნება რუსეთის ფედერაციას ჩარევის სურვილი და ჩარევის მცდელობები. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, არჩევნების შედეგებზე თავდასხმას, დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს, ვინაიდან თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე და საქართველოს არჩევნების შედეგების ბოიკოტირება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ის არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​