გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: მოქალაქეების მიერ 9 პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება იყო, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად

6-11-2020

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხარვეზებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შესაბამისი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლების შესაბამისი არჩევნები. ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა ხარვეზები არსებობდა. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები არსებობს იმისთვის და დემოკრატიული განვითარება არსებობს იმისთვის, რომ მსგავს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით და ქუჩაში. განსაკუთრებით, ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამიტომ, ჩვენ ერთი რამ გვგერა - ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად.

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები, რომელიც არსებობდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.