გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გახარია: ამომრჩეველმა 9 პარტიას მისცა მანდატი და მათ შორის მმართველ ძალას დაგვავალა - დასხედით და ისაუბრეთ ერთად, ერთად გადაწყვიტეთ ჩვენი პრობლემებიო

6-11-2020

ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ღია და მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ამომრჩეველმა 9 ოპოზიციურ პარტიას მისცა მანდატი, მან, მათ შორის მმართველ ძალას, დაავალა პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა.

„როგორც კი საქართველოს ამომრჩეველმა, მისმა დიდმა ნაწილმა 9 ოპოზიციურ პარტიას მისცა მანდატი, მან ჩვენ, მათ შორის მმართველ ძალას დაგვავალა - დასხედით და ისაუბრეთ ერთად, ერთად გადაწყვიტეთ ჩვენი პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს ამომრჩევლის დავალება და ჩვენ ამ დავალებას მივყვებით და შევასრულებთ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მივიღებთ ამ დავალებას, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ის, საითაც დემოკრატიული განვითარების ლოგიკა მიგვითითებს, ამიტომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ღია და მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.