გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ჩვენ ამ კრიზისს რა თქმა უნდა გავუმკლავდებით, ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება - მთავრობის, ოპოზიციის, მოქალაქის, ექიმების, პოლიციის, ასე იქმნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოები

6-11-2020

არჩევნების მეორე რაუნდისთვის მზადების პროცესში აუცილებლად ვიქნები ჩართული; ექიმების შეფასებით, სრულ გამოჯანმრთელებამდე კიდევ რამდენიმე დღე დამრჩა; ახლაც ისეთ მდგომარეობაში ვარ, დარწმუნებული ვარ, შემიძლია აქტიური მუშაობა თუმცა მოგეხსენებათ, კოვიდის ყველაზე დიდი რისკი მისი გადამდებობაა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობაა, რის გამოც, სამწუხაროდ სახლიდან მუშაობა უწევს.

„მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჯანმრთელობა ვუსურვო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, გავუმკლავდებით, ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა - მთავრობის, ოპოზიციის, მოქალაქის, ექიმების, პოლიციის, ყველასი. ასე იქმნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოები. ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ უნდა გავუძლოთ, ეს არის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ და როდესაც ამ გამოწვევებიდან გამარჯვებულები გამოვალთ, მერწმუნეთ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებიც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენი დემოკრატიაც უფრო დასავლური იქნება. ის დიდი მიზანი, რომელმაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მიყვანა არჩევნებზე, რომ ჩვენ ქვეყანა საბოლოო ჯამში ისე დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებთან, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ჩვენი საერთო მიზანი. ეს ის მიზანია, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს - მმართველ ძალასაც, ოპოზიციასაც. ჩვენ გვაერთიანებს კიდევ პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და მათი ინტერესებისთვის. ეს არის მათი დავალება და ეს იყო მათი არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.