გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი იწყება

12-03-2018

ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარული ასოციაცია MTE-ის (Meet-Train-Encourage-შეხვდი–ასწავლე–წაახალისე) ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ბავშვების მშობლებისა და მათთან დაკავშირებული პროფესიონალებისთვის სამუშაო სახის შეხვედრები იწყება.

„პროექტის პირველი ტური სიღნაღში 12-დან 17 მარტამდე შედგება. შეხვედრების განმავლობაში მშობლები შვილების ბაზისური მხარდაჭერისა და დახმარების ტექნიკების შესახებ ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ. შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და მზრუნველების გაძლიერებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ქართველ („ხელი ხელს“) და შვეიცარიელ (MTE) პროფესიონალთა ჯგუფი იზრუნებს.

სემინარების პარარელურად შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობები გაიმართება. ღონისძიებები ფოტო გადაღებებს, თიხაზე მუშაობას, მუსიკალურ სწავლებებსა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. თითოეული კვირის ბოლოს კი მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და პროექტის ერთი ტურის საზეიმო დახურვა მოეწყობა.

პროგრამა შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის პატრონაჟით მიმდინარეობს. სიღნაღის შემდეგ პროექტს გურჯაანი 19-დან 25 მარტამდე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროგრამა საქართველოში 2017 წელს დაიწყო. სამუშაო შეხვედრებისთვის შეირჩა ის ქართული მუნიციპალიტეტები და სოფლები, რომლებშიც თერაპიული სერვისები არ არსებობს. ინიციატივის მიზანი შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებლობის გაზრდა, ინკლუზიისა და თანატოლებში სოციალიზაციის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის „ხელი ხელს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გურიის მოამბე"