გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მებაჟეებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

10-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ო.კ. მართავდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, პოლიეთილენის ფირი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60144 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.