გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი იმ პოლიციელებს ემუქრება, რომლებიც შუბლს ტყვიას უშვერენ და გინებას ითმენენ

11-11-2020

მიხეილ სააკაშვილს ძალიან ზედმეტი მოსდის, ემუქრება პოლიციას, საჯარო მოხელეს, ქართველ პოლიციელს, რომელიც არის გმირი და ყოველდღე შუბლს ტყვიას უშვერს, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ თემას და გმირულად ითმენს ბევრ რამეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნახეთ, რისი მოთმენა უწევს ქართველ პოლიციას, როდესაც აგინებენ, ეს გასათვალისწინებელი კონტექსტია, ამ დროს სააკაშვილი გამოდის და ისეთ უხამს პროვოკაციას მიმართავს ამ ადამიანების მიმართ, არც მინდა გავიმეორო. ეს არ გაუვა მას. მას თავისი თანაგუნდელებიც არ ეთანხმებიან და დიდი ბზარი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.