გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით უფრო მეტი სასტუმრო ისარგებლებს

12-11-2020

„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ცვლილებები შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.

ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს ისარგებლოს ამ პროგრამით. მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.