გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა

13-11-2020

დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო.

ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელედება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლთან ერთად გაეცნო.

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

,,დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი უკვე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ერთი კორპუსის ირგვლივ კი სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დაბაში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯიმ“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება განახორციელა, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

მოხარული ვარ, რომ კაზრეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.