გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბობნევში (ახალი ხურვალეთი) სასაფლაო არ აქვთ

13-03-2018

ეს ის სოფელია, სადაც დათა ვანიშვილი ცხოვრობს. დათა ვანიშვილისა და კიდევ სამი ოჯახის საცხოვრებელი სახლები მავთულხლართების მეორე მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა აკონტროლებს. ბობნევი-ახალი ხურვალეთის საფლავებიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა.


ციალა ცეცხლაძემ მეუღლე აჭარაში დაასაფლავა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთში) ცხოვრობს. ხურვალეთის განაპირას, ეს დასახლება დაახლოებით 5 ათეული წლის წინ გაჩნდა.

 წარმოშობით აქ ძირითადად მდინარე ტანას ( ატენის ზევით) ხეობიდან- ბოშურიდან და ბობნევიდან არიან. სოფელსაც ბობნევი დაარქვეს, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მაინც ხურვალეთად მოიხსენიება. ახალ ხურვალეთში 30 კომლიდან 10 ოჯახია შემორჩენილია.


"აქ, ძირითადად, ბოშურიდან და ბობნევიდან არიან ჩამოსულები, ამიტომაც ჰქვია ,,ბობნევი", თორემ ისე ,,ახალ ხურვალეთს ეძახიან".
,,ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, არც კი მიცდია, რომ ვინმესთვის მეთხოვა - სოფლის სასაფლაოზე დამაკრძალინეთ - მეთქი. იმიტომ, რომ აზრი არა აქვს. იძულებული გავხვდით, აჭარაში, თავის სამშობლოში დაგვემარხა. კიდევ აგერ ჩემმა მეზობელმა, მამამისი თბილისში დაკრძალა. მეორე მეზობელმა კი, გვერდზე დიდ ხურვალეთის სასაფლაოზე გადაასვენეს,“ - ამბობს ციალა ცეცხლაძე.


ერთ-ერთი ოჯახი, რომელმაც ასევე ვერ ისარგებლა საერთო სასაფლაოთი, ელო მაყიშვილია. მისი მეუღლე 2014 წელს გარდაიცვალა. წუხს, რომ მის მეუღლესთან ერთად, ფუტკარიც დაიღუპა.


,,ომამდე 60-მდე სკა გვქონდა. ომის დროს, ამ დიდ ხმაურში და უბედურებაში მასიურად დაგვეხოცა ფუტკრები. ერთი ოჯახი ძლივს გადავარჩინეთ. როგორც იქნა ავიყვანეთ 12 სკამდე. მერე როცა ჩემი მეუღლე დაიღუპა, იმის მერე, აგერ ხედავთ, 6-მდე ჩამოვედით.“ - ამბობს ელო მაყიშვილი. ყვება, რომ ფუტკრის მოვლას დიდი ყურადღება ჭირდება.


ჩემ მეუღლეს ფუტკარი საერთოდ არ კბენდა. გამოვიდოდა ტანშიშველა, მივიდოდა ამ სკებთან, მოუვლიდა, მიხედავდა ისე, რომ ერთი ფუტკარიც კი არ უკბენდა. ახლა ჩემი გოგო უვლის. მე საერთოდ ვერ ვეკარები. ალერგიული ვარ და კბენის დროს ძალიან ცუდად ვხდები,“
რაც შეეხება სასაფლაოს, სახლები ისეა განლაგებული, რომ ტერიტორია სრულად ემიჯნება მავთულხლართებს. სასაფლაოს გამოყოფის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს, თუმცა, უახსრობის გამო, უარი უთხრეს.


,,გვითხრეს, თქვენ თვითონ მოძებნეთ ადგილი და გააკეთეთ სასაფლაოო, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, სად უნდა შემოღობო“ - ამბობს ციალა ცეცხლაძე.

"შიდა ქართლი"