გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია დიდი ხნით ადრე დაიწყო

14-11-2020

„როგორ გამოიყურება საქართველო, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატები ასხამენ საწამლავს, იმისთვის, რომ ჩაიშალოს სხდომა. ეს მაგალითი შემთხვევით არ მომყავს, არაერთი დესტრუქციული ქმედება გვახსოვს ჩვენ, გვახსოვს ისიც, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს პარტია სხდომებს არ ესწრებოდა, თითქოს თავის ქვეყანას ამადლიდნენ თუ თავის საზოგადოებას ამადლიდნენ პარლამენტში სიარულს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ასეთი ქმედებებით, საბოლოოდ ოპოზიცია დაზიანდა და არჩევნებში იმაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ჰქონდა.

„ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ არჩევნები, სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიის და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია ამ რადიკალურმა ნაწილმა დაიწყო დიდი ხნით ადრე და ის პროცესი, რაც დღეს ვიხილეთ ცესკოში, არის ზუსტად იმის ნაწილი, რაც მათ ჰქონდათ გეგმა. გახსოვთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა შტაბმა გააკეთა არჩევნებზე ბრიფინგები და ჩამოთვალა კონკრეტულად ის მეთოდები, რითაც ამ ტიპის რადიკალური ძალები ეცდებოდნენ არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას. ეს იყო ბიულეტენების გატანა მათი აქტივისტების მხრიდან, რაც იწვევდა მერე დისბალანსს უბნებზე, ეს იყო ხელმოწერების არ გაკეთება, შეთანხმებულად, რაც შემდეგ აპელაციის საშუალებას აძლევდათ, რომ თითქოს იყო გაყალბება და იყო ბევრი სხვა მოქმედებები, რომელიც ჩვენ წინასწარ შევატყობინეთ საზოგადოებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.