გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

14-11-2020

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რასაკვირველია, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაიკ პომპეოს დავხვდეთ ჩვეული სტუმართმოყვარეობით და პოზიტიური დღის წესრიგით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების სერიის ფარგლებში ეწვევა.

„ჩვენ მოველით, რომ იქნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველო-ამერიკის ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. ეს საკითხები ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.