გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში „ლომჭაბუკის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოეწყო

13-03-2018

გორში ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ევროკავშირის ინიციატივის კლუბის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერმა პიტერ კორსბიმ, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, როგორც აღნიშნული კლუბის წევრ მუნიცპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს სერტიფიკატი გადასცა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს დომინიკ პეპენჰაიმმის განცხადებით , გორის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი პროექტი სრულად აკმაყოფილებდა ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც შედეგზეც აისახა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანებისათვის.

28 თვიანი პროექტი 2020 წელს დასრულდება. მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

პროექტ „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.