გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს

16-11-2020

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, დღეს „ევექსის“, „ჯეო ჰოსპიტალსის“ და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ და დაინტერესდა, რა ახალი საჭიროებების წინაშე დადგებიან კლინიკები დამატებითი რესურსის მობილიზების აუცილებლობის შემთხვევაში.

კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აქვთ დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შესაძლებლობა, მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამენ. მათივე შეფასებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს არსებული ვითარების უფრო ეფექტურ მართვას და გამოწვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში კლინიკების ხელმძღვანელებისა და ექიმების როლზე, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

ამასთან, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.