გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე შადრევანს ცისფრად ღებავენ

13-03-2018

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მთავარი შადრევნის ცისფრად შეღებვა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გადაწყვიტა. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ფერი შეხამებით შეარჩიეს.


"ეს ფერი იმიტომ გადაწყდა, რომ ცენტრალური ბულვარის ლურჯ ფერებთან იყოს შეხამებული", - თქვეს მერიაში.


მათივე ცნობით, შადრევნის ცისფრად შეღებვა რამდენიმე დღეში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სამი სხვა ობიექტის შეღებვაც, თუმცა რა ფრად შეიღება სხვა ობიექტები, მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ჯერ არ გადაუწყევტიათ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავს განახლების სამუშაოებს მერია წლის განმავლობაში პერიოდულად ასრულებს.

"პია"