პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სოფელ ვალეს სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს

13-03-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს. შემთხვევა 12 მარტს მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სალოცავი საუკუნეების წინ აშენდა და იქ მართლმადიდებლები და კათოლიკეები სალოცავად ერთად დადიან და მეზობლებს შორის დავის საგანი ეს სალოცავი არასდროს გამხდარა.
„დაწვეს მხოლოდ კათოლიკური ხატები, მაგალითად წმინდა იოანე ბოსკოს ხატი, ასევე ვალეში კათოლიკური ეკლესიის შიდა ინტერიერის ფოტო. დამწვარია სრული ლოცვის წიგნებიც. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს კათოლიკეების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გააკეთა ვინმემ“ – ამბობს ვალეში მცხოვრები კათოლიკე შოთა გიქოშვილი.
მისივე თქმით, ადგილობრივებს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში არ დაურეკავთ - „უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – აცხადებს გიქოშვილი.

"პირველი რადიო"