გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხელისუფლების წარმომადგენლები ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

13-03-2018

ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დუშეთის გამგეობის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მისი მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდენენ და 8-სართულიან კორპუსში დამონტაჟებული ლიფტი დაათვალიერეს. 

”აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლებისათვის ლიფტის მოწყობა მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. ლიფტის მონტაჟით მოგვარდა გადაადგილების პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს წლების განმავლობაში აწუხებდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"