გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინეს

13-03-2018

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

როგორც სამსახურში განაცხადეს, აქედან 8 პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. მოქალაქეები უკანონო მშენებლობისთვის  3 000 ლარით დაჯარიმდნენ.

უწყების განმატებით, 7 მათგანს კი გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

რუსთავში უკანონო მშენებლობის 20 ფაქტი 2017 წელს გამოვლინდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, ამ ეტაპზე არცერთი უნებართვო მშენებლობის ფაქტი არ გამოვლენილა.

imedinews.ge