გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის შენობის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება

25-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, #1 საბავშვო ბაღის შენობის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს შპს „ციტადელი“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 35 330 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარალელურად შენობის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

"კასპის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აღსაზრდელთა სათანადო პირობების შექმნა. ამისათვის სააღმზრდელო დაწესებულებებში ტარდება ის სამუშაოები, რაც სტანდარტებს ექვემდებარება. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა საბავშვო ბაღი კეთილმოწყობილი და სათანადოდ აღჭურვილი არ იქნება" - აცხადებენ კასპის მერიაში.