გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროკავშირის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

13-03-2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში RDFG-ის ოფისში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

„ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე დამატებით პროგრამებს. ევროკავშირის მხარდაჭერილი და RDFG-ის მიერ ჩამოყალიბებული დასაქმების პროგრამა არის ინოვაციური მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას სოციალური ექსკლუზიის რისკის წინაშე მყოფი პირებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სადემონსტრაციოდ, შედგა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისა და პროექტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა. 

LAG არის მულტისექტორული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებს, რათა ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას დაბალანსებული, მონაწილეობითი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით. LAG აერთიანებს თეთრიწყაროს მაცხოვრებელ 107 ადამიანს, რომლებიც 20 ადგილობრივ თემს წარმოადგენენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები“, - აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"