20-11-2017
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება 14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება. დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"