13-03-2018
ზუგდიდში სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ერთ პაციენტს აღენიშნა გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობა. პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე.
მეორე პაციენტს მარცხენა ბარძაყის არეში სისხლმდენი ჭრილობა აღენიშნა, მასაც გაეწია პირველადი დახმარება, მესამე პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილუია. მას წელის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს“- განაცხადა ექიმმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.