გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით კრიზისში, ეპიდემიაში და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა

26-11-2020

ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ ყველას ერთად, 9 პარტიას დაგვავალა, რომ პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად და აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, დაფინანსების გარეშე დავტოვოთ ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებსაც ვამტკიცებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით კრიზისში, ეპიდემიაში და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ვერანაირი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად.

„პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს თავისი ლოგიკით, მაგრამ ეს ლოგიკა როგორც კი წინააღმდეგობაში მოვა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესებთან, ჩვენ როგორც მთავრობა ვალდებულები ვართ ერთი დღეც არ დავაგვიანოთ, თუნდაც ბიუჯეტის მიღების თვალსაზრისით, რამეთუ ქვეყნის ყოველდღიურ ოპერირებაზეა საუბარი, საუბარია სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაზე, პოლიციის, სახელმწიფო ორგანოების, იმ სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების პაკეტების დაფინანსებაზე, რაზეც ვისაუბრე. ამიტომ ჩვენი, როგორც მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ პოლიტიკური პროცესების განვითარების ლოგიკას, ვთვლით, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არის ის, რაც ამ ქვეყანამ დაიმსახურა იმ არჩევნებით, რომელიც ჩავატარეთ ეპიდემიის პირობებში პირველი ტურიც და მეორე ტურიც. არ მინდოდა ამაზე საუბარი, უბრალოდ რადგან კითხვა იყო, გიპასუხებთ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით კრიზისში, ეპიდემიაში და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ვერანაირი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად, ეს ერთი. მეორე - ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რასაც ადასტურებს პარლამენტში გასული უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური პარტიებისა - ერთი და უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების, 1/3-ზე თითქმის მეტი. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, ის, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით მეტი მოქალაქე მივიდა ადასტურებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ დაგვავალა ყველას ერთად, 9 პარტიას, ამ პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად და აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დაფინანსების გარეშე დავტოვოთ ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებსაც ვამტკიცებთ,“- განაცხადა პრემიერმა.