გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა

26-11-2020

ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს მოქალაქე.

„ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ვიღაც თავისთვის თუ გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს, ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ. ჩვენი მოქალაქე არის განმსაზღვრელი ამ ქვეყნის პოლიტიკის. მან თქვა, რომ გაკისრებ პასუხისმგებლობას, ერთ, ორ, სამ და ხუთ პარტიას, იმუშავეთ ერთად და დაძლიეთ ეს კრიზისი, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც ვიღებდით აქამდე. თუ ვიღაცას ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ აბათილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვაკისრა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.