გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი დაბალია - ლიპარტია

13-03-2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების რისკი დაბალია და კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.

ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.

„რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, აღმოსავლეთ საქართველოში შარშან დაზიანების ფაქტები არ ყოფილა, თუმცა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით არის შედგენილი, ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, მავნებლის გავრცელების შემთხვევაში. ღონისძიებები მოიცავს ყველა კულტურას, განსაკუთრებით ეს ეხება ატამს და ვაშლს, ვინაიდან ეს ორი კულტურა მიმზიდველია ამ მწერისთვის. მინდა გითხრათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აქტიურად იწამლება ბაღები და პლანტაციები, მათ შორის იმ პესტიციდებით, რომლებიც მოქმედებს ამ მწერზეც“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

აზიურიფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გვხვდება.

reginfo.ge