გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის მერი წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

30-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს შეხვდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFRA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ - ეკონომიკური რეაგირება COVID-19 -თან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კასპშიც.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომელიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს გადასცეს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.

მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ნათია ლოლაძეს და ლელა ბაქრაძეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მარტოხელების დახმარებისათვის, ასევე გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.