გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავში ფილმ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

14-03-2018

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში ფილმ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

პრემიერას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი 1921-1945 წლებში, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს.

ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის პრემიერა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 იანვარს გაიმართა.