გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

1-12-2020

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

,,პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება როგორც მედპერსონალის, ასევე ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და მისი აღჭურვა გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიძინეთ დამატებით დიალიზის აპარატები, ასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება.

იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ყოველდღიურად , საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, და ძალიან ბანალურად კითხულობენ, თუ რისი გაკეთება შევძელით - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

ამიტომ ჯანდაცვის და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო და დავავალო, რომ წლის ბოლოსთვის უზრუნველყონ ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან. დარწმუნებული ვარ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.