ნატანების მომსახურების ცენტრიდან "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს
20-11-2017
როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, გასულ შაბათს გვიან ღამით, ნატანებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, "ლიბერთი" ბანკის კუთვნილი აპარატი ნატანების მომსახურების ცენტრიდან ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს.
ის მოგვიანებით, რამდენიმე მეტრში მდებარე სპორტდარბაზში დამტვრეული იპოვეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თუ კონკრეტულად რა თანხა გაიტაცეს აპარატიდან ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ თანხა სოლიდურია, რადგან იმ დილით რამდენიმე ადგილობრივს ელექტროენერგიის გადასახადი სწორედ ამ აპარატში ჩაურიცხავს.
როგორც "გურიის მოამბესთან" შსს სამინისტროს პრესსამსახური ამბობს, მომხრდართან დაკავშირებით პოლიციისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.
წყარო: "გურიის მოამბე"