გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პეტრას ციხის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

2-12-2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეტრას ციხის რეაბილიტაციის პროექტი.

ციხე–ქალაქ პეტრას სახელწოდება კლდოვანი რელიეფის გამო შეერქვა, ხოლო მისი მშენებლობა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელს უკავშირდება. ბიზანტიური წყაროების მიხედვით, პეტრა, ისტორიული ლაზიკის ციხე-ქალაქი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი საეპისკოპოსო ცენტრი იყო. იგი ადრეფეოდალური ხანის უბრწყინვალესი ძეგლია და მისი არქეოლოგიური შესწავლა საქართველოს ისტორიის არაერთი საინტერესო ეპიზოდის რეკონსტრუქციის საშუალებას გვაძლევს. ბოლო წლებში სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა.

არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად, სააგენტო ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ციხის თავდაპირველი დაგეგმარება.
2018 წელს დასრულდა პეტრას ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო გასულ წელს დაიწყო მუშაობა პროექტის სრულად განხორციელებაზე. რაც ითვალისწინებდა ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. (სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია ,,ივერთმშენი’’, ბიუჯეტი- 2 200 000 ლარი)
პროექტის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - პეტრა საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი იქნება.