გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ვაქცინების დროულად შემოტანისთვის თანხა უკვე გადავიხადეთ

3-12-2020

ჩვენ გახლავართ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა და უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას.

„ამასთან ერთად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.