გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ორფოლოს პოლიგონზე 31-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

4-12-2020

საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებთან ურთიერთშერწყმისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწის მიზნით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური 2-კვირიანი საველე სწავლება ჩაატარა. სწავლებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დაესწრო.

საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების სცენარის მიხედვით, 31-ე ბატალიონმა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელა და ობიექტი დაიპყრო, რათა მოწინააღმდეგის მხრიდან ძირითადი ძალების მისაღებად პლაცდარმის მომზადება არ დაეშვა. ამოცანის შესასრულებლად კი, ქვედანაყოფმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკური გადაადგილება განახორციელა, დაიკავა თავმოყრის რაიონი და გაანადგურა პირობითი მოწინააღმდეგე.

ორკვირიან სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის 139 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 31-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო, დაზვერვის ასეულის სნაიპერთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულის სამხედროებთან ერთად ჩაატარა.