14-03-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.