გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარიდან 7000 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

4-12-2020

ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია. აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასით'' 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა.

თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

,,აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000 -ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში.

განსაკუთრები მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიმდინარე დამუშავების ოპერაცია, რომელიც ექსპორტისთვის არის საჭირო ხორციელდებოდეს უსწრაფესად, არცერთ ექსპორტიორს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეფერხება. ეს მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს სწრაფი, რომ ყველამ ფერმერმა შეძლოს დაგეგმილი შემოსავლების მიღება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი ‘’ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.