14-03-2018
ქუთაისში, მდინარე რიონზე მდებარე ე.წ.ჯაჭვის ხიდთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ისინი მდინარე რიონზე დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
„მდინარე რიონზე დიდი ჰესის აშენება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლეჩხუმს, არამედ ქუთაისს და მთელ რეგიონს“, -განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როლანდ გოქაძემ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადგილი მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიურია.
"ინტერპრესნიუსი"