გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1305,9 ლარის შეადგენს

9-12-2020

მიმდინარე წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 10.3 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 998.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 18.5 ლარით).

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 297.2 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 487.6 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 186.0 ლარი.

საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.7 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 7.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -2.6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.7 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.7 პროცენტი) და მშენებლობა (20.7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (18.8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2020 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.5 პროცენტი, 13.0 პროცენტი და 11.1 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.8 პროცენტი).