გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

9-12-2020

ტყიბულში, წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საფილტრე სადგურის მშენებლობა დასრულდა, გადაიხურა შენობა და ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობით, ტყიბულის მუნიციპლლიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“ ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით.