გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ ქვემო გომში საჯარო სკოლა შენდება

9-12-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება. საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, შენდება შესაბამისი სტანდარტებით და 2021 წელს დასრულდება.

სკოლის მშენებლობას, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს. სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია.

"საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა სრულფასოვანი განათლება თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.