გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ომარ ჩიქოვანი: თუ ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და არ მოხდა სოციალური იზოლაცია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ეს კი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში

10-12-2020

მთავარია, გაიზარდოს თვითშეგნება, მოსახლეობამ დაიწყოს მეტად თვითიზოლაცია და პირბადეების ტარება, ვინაიდან პირბადით სიარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი პირობაა იმისთვის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, - ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა რეანიმატოლოგმა ომარ ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება პირბადეების ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ინფექცია.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, თუ საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და იგივენაირად არ დაიცვა წესები, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა ომარ ჩიქოვანმა.