ორშაბათი, აპრილი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ბათუმის მერიაში ერთ წელში 2.2 მილიონამდე ლარის პრემია-დანამატები გაიცა

14-03-2018

ბათუმის მერიის თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა 2016 წელს 5 092 753 ლარის ოდენობით ხელფასი მიიღეს, მათ შორის, პრემია - 881 781 ლარი, ხოლო დანამატები - 1 317 257 ლარი.

გარდა ამისა, 263 749 ლარი იქნა გაცემული მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიის თანამშრომლებზე პრემიები და დანამატები გაიცემოდა დასაბუთების გარეშე, - ქალაქის მერის ბრძანებებში არ იყო მითითებული ფულადი წახალისების მიზეზი და საფუძველი.

მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად, ბათუმის მერიაში 217 საჯარო მოსამსახურე მუშაობს.

2014 წლიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იყო.

reginfo.ge