გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

10-12-2020

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტები დაურიგდა. სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2 და N3 საბავშვო ბაღებში დაესწრო. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ჯამში 121 000 ლარის ღირებულების სურსათი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკარანტინო პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადასცა.