გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მებაჟეებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

11-12-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 900 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6900 ლარი შეეფარდა.